კრიმინალი

ბათუმში დააკავეს თურქეთის მოქალაქე, რომელიც ინტერპოლის მიერ იძებნებოდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარაში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის მოქალაქე - 2003  წელს დაბადებული რ.ს. დააკავეს. 

"დაკავებული მამაკაცი, თურქეთის რესპუბლიკის მიერ, ელექტრონულ მონაცემთა დამუშავების სისტემების გამოყენებით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა რ.ს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს". - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

მათივე ცნობით, დაკავებულის  მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

კომენტარები