კრიმინალი

სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი შეტყობინებები გაუგზავნა - შსს-მ 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, მუქარის ბრალდებით 2006 წელს დაბადებული თ.ხ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 7 იანვარს, ი.გ.-ს სოციალურ ქსელში ცემისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის შემცველი შეტყობინებები გაუგზავნა.

სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თ.ხ. ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბრალდებულის სახით დააკავეს." - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები