ცოლზე ძალადობა

ორსულ მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა და მიიმალა – შსს-მ მარნეულში 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლში მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობისთვის ძებნილი - 2001 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, რ.მ. მარნეულში დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მსჯავრდებული 2025 წლის 6 დეკემბერს, ორსულ მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, მსჯავრდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე მარნეულში დააკავეს". - წერს შსს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.

კომენტარები