"ბათუმელების" ცნობით, 18 წლის ცოლზე ძალადობის გამო დაკავებული პოლიციელი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა.
როგორც გამოცემას პროკურატურაში ეუბნებიან, პროკურატურა ძალადობაში ბრალდებული პოლიციელის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა 6 ივლისს აღმკვეთი ღონისძიების სახით სასამართლომ მას 20-ათასლარიანი გირაო შეუფარდა.
გამოცემა წერს, რომ პროკურატურა გადაწყვეტილების გასაჩირებას აპირებს.





