აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ხელი მოაწერა კეპს წარწერით MAKE IRAN GREAT AGAIN (გავხადოთ ირანი კვლავ დიდებული).
ფაქტის ამსახველ ფოტოს სოციალურ ქსელში რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი ავრცელებს.
"ღმერთმა დალოცოს და დაიცვას მამაცი ირანელი ხალხი, რომელიც ტირანიას უპირისპირდება" - წერს გრემი.
29 დეკემბერს ირანის დედაქალაქ თეირანში და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები დაიწყო.
New York Times წერდა, რომ დეკემბრის ბოლოს ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.
პროტესტი უკვე მეათე დღეა რაც გრძელდება. ცნობების მიხედვით, დაღუპულია, სულ მცირე, 19 დემონსტრანტი და 1 ძალოვანი.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა 2 იანვარს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუკი ირანი მშვიდობიან დემონსტრანტებს დახოცავს, აშშ მათ გადასარჩენად "მზად არის".





