ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

კობახიძემ მდინარაძეს ორ დღეში ორი სპეციალური წოდება მიანიჭა

ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 25 დეკემბერს ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვით, ივანიშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსს, მამუკა მდინარაძეს "სახელმწიფო უსაფრთხოების კაპიტნის" წოდება მიანიჭა.

მეორე დღეს, 26 დეკემბერს გამოცემული ბრძანების თანახმად, მდინარაძეს "სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორის" წოდებაც მიენიჭა.

კომენტარები