4 ოქტომბრის საქმე

კირცხალია ახალაიას დაკავებაზე: დარწმუნებული ვარ, ურთულესი გამოძიებაა მსოფლიო მასშტაბითაც

რაც შეეხება ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ბატონი ახალაიას დაკავებას - თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ გამოძიებაში მოხდა მართლაც უპრეცედენტო რამ, როდესაც წუთების და წამების სიზუსტით იქნა გაშიფრული სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციების საშუალებით კომუნიკაცია იმ კონკრეტულ ჯგუფსა და ბატონ ახალაიას შორის. წამების და წუთების სიზუსტით.

ეს მართლაც უპრეცედენტოა ქართულ საგამოძიებო სივრცეში და დარწმუნებული ვარ ასევე ურთულესი ოპერაცია და გამოძიება მსოფლიო მასშტაბითაც.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კირცხალიამ.

25 დეკემბერს 4 ოქტომბრის საქმეზე ბაჩო ახალაია დააკავეს. სუს-ის ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მას სატელეფონო ინტერნეტკომუნიკაცია ჰქონდა 4 ოქტომბრის საქმეზე ახლა უკვე "ბრალდებულ ორგანიზატორებთან" და გასცემდა დირექტივებს.

კომენტარები