აშშ-ჩინეთი

ტრამპის თქით, მან სი ძინფინგს ჰონგკონგელი მედიამაგნატის გათავისუფლების განხილვა სთხოვა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი (მარცხნივ) და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ჩინეთის ლიდერს, სი ძინფინგს ჰონგკონგელი მედიამაგნატი ჯიმი ლაის გათავისუფლების განხილვა სთხოვა, რომელიც მიმდინარე კვირის დასაწყისში ქალაქის ეროვნული უსაფრთხოების კანონის საფუძველზე დამნაშავედ ცნეს.

BBC-ის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეშფოთებას გამოხატავენ როგორც ოჯახის წევრები, ისე უფლებადამცველი ორგანიზაციები.

"ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს," უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს. "მე ვესაუბრე პრეზიდენტ სის ამ საკითხზე და ვთხოვე, რომ მისი გათავისუფლება განეხილა," აღნიშნა მან.

"ის ხანდაზმული კაცია და ჯანმრთელობაც არ აქვს კარგი. ამიტომაც დავაყენე ეს მოთხოვნა. ვნახოთ რა მოხდება," თქვა ტრამპმა.

ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა 78 წლის ლაის განაჩენი დაგმო და მას "პოლიტიკურად მოტივირებული დევნა" უწოდა.

ლაი 2020 წლის დეკემბრიდან ციხეში იმყოფება და მისთვის განაჩენის გამოტანა მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება. მას პატიმრობა სიცოცხლის ბოლომდე ემუქრება.

კომენტარები