სირია

სირიაში მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა

პარასკევს სირიის ჰომსის პროვინციაში, ალავიტებით დასახლებულ უბანში მდებარე მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.

ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა Reuters-ს უთხრეს, რომ აფეთქება შესაძლოა თვითმკვლელ ტერორისტს განეხორციელებინა ან ადგილზე წინასწარ განთავსებულ ასაფეთქებელ მოწყობილობას გამოეწვია.

სირიის სახელმწიფო მედიამ განაცხადა, რომ უსაფრთხოების ძალებმა ტერიტორია შემოღობეს და გამოძიებას აწარმოებენ.

კომენტარები