სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, როსტომ გრიგალაშვილის თქმით, მისი დაცვისქვეშ მყოფის ჩვენება საჯარო იქნება, რადგან ყოფილ მაღალჩინოსანს "დასამალი არაფერი აქვს".
"აღკვეთის ღონისძიების საკითხს, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ. ვფიქრობ რომ მისი, გრიგოლ ლილუაშვილის, ჩვენება საჯარო იქნება, მას დასამალი არაფერი აქვს. საქმის მასალებს გაეცნობა და გამოძიებაში ის მზაობას დააფიქსირებს უპასუხოს". - თქვა გრიგალაშვილმა.
ცნობისთვის, სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - შემდეგი სასამართლო სხდომა 16 თებერვალს ჩაინიშნა.
ლილუაშვილის საქმის განხილვა, პროკურორის შუამდგომლობით, დახურული იყო.
ადვოკატის, რობერტ გრიგალაშვილის განცხადებით ლილუაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
შეგახსენებთ, რომ სუს-ის ყოფილი უფროსი 23 დეკემბერს დააკავეს. ივანიშვილის პროკურატურა მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ლილუაშვილს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.





