ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

პროკურატურის მოთხოვნით, გაუთქმელობაზე მოვაწერე ხელი - ლილუაშვილის ადვოკატი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატს საქმის მასალები გადასცეს. როგორც რობერტ გრიგალაშვილმა თქვა, მას გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი. 

"საქმის მასალები გადმოგვეცა. 30-ტომიანი საქმეა. ასევე არის გარკვეული აუდიოჩანაწერებიც [...] პროკურატურის მოთხოვნით, საქმის მასალების გაუთქმელობაზე ხელი მოვაწერე, შესაბამისად, კონკრეტულად რა მასალებია და რა შინაარსის, ამის გათქმის ვალდებულება აღარ მაქვს". - თქვა ლილუაშვილის ადვოკატმა ივანიშვილის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ.

სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

სუს-ის ყოფილი უფროსი 23 დეკემბერს დააკავეს. ივანიშვილის პროკურატურა მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ლილუაშვილს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები