ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

მივესალმებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას – კალაძე ლილუაშვილის დაკავებაზე

იმაზე მეტს ვერაფერს ვიტყვით, რაც მოვისმინეთ შესაბამისი უწყების მხრიდან. გამოძიება მიმდინარეობს ყველა მიმართულებით. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მე დამატებით ვერაფერს ვიტყვი. დაველოდოთ გამოძიებას და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. 

ზოგადად, მივესალმებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ეს მთელ მსოფლიოში გამოწვევაა და რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, რომ შებამისი უწყებები დგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა პრევენცია განხორციელდეს და თუ ვინმეს რაიმე დანაშაული აქვს, შესაბამისი მოქმედებები ჩატარდეს.

პრესსამსახურის ცნობით, თქვა ივანიშვილის თბილისის მერმა, კახა კალაძემ სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით.

კომენტარები