Bloomberg-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი სამშვიდობო შეთანხმებას არ დათანხმდება, აშშ ახალ სანქციებს დააწესებს.
ანონიმური წყაროები გამოცემასთან ამბობენ, რომ აშშ ახალი სანქციებისთვის რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, მათ შორის: რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებისა და იმ კომპანიების მიმართ სანქციები, რომლებიც აღნიშნული ტანკერებით ნავთობით ვაჭრობაში არიან ჩართულები.
წყაროების მიხედვით, ახალი სანქციები შესაძლოა მიმდინარე კვირაში გამოცხადდეს. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს სახაზინო მინისტრმა, სკოტ ბესენტმა ეს საკითხი ევროპელ დიპლომატებთან უკვე განიხილა. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა მიიღოს.





