4 დეკემბერს უკრაინის სამხედრო დაზვერვამ (ГУР) განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა ოკუპირებულ ყირიმში MiG-29 ტიპის ავიაგამანადგურებელსა და Irtysh-ის სარადარო სისტემაზე მიიტანეს იერიში.
ტელეგრამზე გავრცელებულ პოსტში სააგენტომ აღნიშნა, რომ უკრაინამ ორივე იერიში შორი რადიუსის დრონების მეშვეობით 4 დეკემბრის ღამეს მიიტანა.
"ГУР-ის სპეციალური ძალები განაგრძობენ დროებით ოკუპირებული ნახევარკუნძულის თავზე მოსკოვის საჰაერო თავდაცვის სისტემატურად დასუსტებას, რადარების, ანტისაჰაერო სისტემებისა და ამჯერად რუსეთის შეიარაღებული ძალების ავიაგამანადგურებლის განადგურებით." - წერს სააგენტო და იერიშის ამსახველ ვიდეოსაც ავრცელებს.



![კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/07/ass.png.jpg?itok=71JE_M-6)
