გამოცემა Financial Times-ის ცნობით, აშშ-მ ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს მიმართ სანქციების დაწესების გეგმა შეაჩერა, რომლის დაწესებასაც აშშ ჩინეთს მხრიდან მასობრივი კიბერშპიონაჟის კამპანიის გამო აპირებდა.
გამოცემა წერს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი ამ ორ ქვეყანას შორის მიღწეული სავაჭრო ზავის შეთანხმების დაცვაა.
ცნობისთვის, Salt Typhoon-ის სახელით ცნობილმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ, რომელიც, სავარაუდოდ, ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროსთან დაკავშირებული ჯგუფია, წლების განმავლობაში აშშ-ს ეროვნულ გვარდიასა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კომპანიაზე არაერთი კიბერიერიში მიიტანა.
30 ოქტომბერს, რამდენიმეთვიანი სავაჭრო დაძაბულობის შემდეგ, რომელიც აშშ-ს ჩინეთისთვის დადებულმა ტარიფებმა გამოიწვია, ჩინეთის ლიდერმა სი ძინფინგმა და აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეთანხმებას მიაღწიეს.
შეთანხმების ფარგლებში ვაშინგტონმა უარი თქვა ჩინურ იმპორტზე 100%-იანი ტარიფების დაწესებაზე, ხოლო პეკინმა მნიშვნელოვანი ნედლეულისა და მაგნიტების ექსპორტის ლიცენზირების სისტემა შეაჩერა.





