ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

ჰიპერი BBC-ის გამოძიებაზე: თუ ეს დამტკიცდება, როგორც სიმართლე, ეს მიუღებელი იქნება

ახლახან ვნახეთ დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია. თუ ეს დამტკიცდება, როგორც სიმართლე, ეს მიუღებელი იქნება. ასე რომ, ამ ბრალდებებთან დაკავშირებით ველით სწრაფ, გამჭვირვალე და სანდო გამოძიებას.

უპასუხა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა "ევროსკოპის" კითხვას, რომელიც BBC-ს გამოძიებას ეხებოდა.

ცნობისთვის, გამოცემა BBC მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

კომენტარები