კრისტალ ჯგუფი

კრისტალ ჯგუფის მფლობელ სტეფანიანს პატიმრობა 2 000 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა

ვლადიმერ სტეფანიანი, ირაკლი ღარიბაშვილი, ლევან დავითაშვილი
საქართველოს მთავრობა

უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით დაკავებულ კრისტალ ჯგუფის მფლობელს, ვლადიმერ სტეფანიანს სასამართლომ პატიმრობა 2 მილიონი ლარის გირაოთი შეუცვალა. 

ცნობისთვის, კრისტალ ჯგუფის ხელმძღვანელი, ქართული ოცნების შემომწირველი ვლადიმერ სტეფანიანი დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 8 ნოემბერს დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბიზნესმენმა შესაბამისი ნებართვის გარეშე, თვითნებურად ააშენა 5 სასტუმრო აპარტამენტი, მოაწყო კერძო საბაგირო, კერძო სათხილამურო ტრასა და ტობოგანი. უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა კი რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეადგინა.

უწყების განცხადებით, ამ ეტაპისთვის გამოძიებით დადგენილია, 1 894 925 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი.

კომენტარები