სახელმწიფო უსაფთხოების სამსახური

სუს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის არმიის კომუნიკაციის ტერმინალის არსებობას უარყოფს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინის სამხედრო დაზვერვის (ГУР) მიერ აღმოჩენილი საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის არმიის კომუნიკაციის ტერმინალის არსებობას უარყოფს.

გავრცელებულ განცხადებაში უწყება საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური უსაფრთხო კომუნიკაციის ტერმინალის არსებობას "არასწორ ინფორმაციას" უწოდებს.

გთავაზობთ უსაფრთხოების სამსახურის სრულ განცხადებას:

"გუშინდელი დღის შემდეგ სხვადასხვა მედიაპლატფორმებიდან (ასევე კონკრეტული აქტივისტების მხრიდან) კამპანიურად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს უკრაინის დაზვერვის მასალებით საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სპეციალური უსაფრთხო კომუნიკაციის ტერმინალების ქსელები. მიუხედავად ამისა, ხსენებული მედიაპლატფორმების არცერთ წარმომადგენელს უსაფრთხოების სამსახურისთვის ამ დრომდე არ მოუმართავს.

თავის მხრივ, არანაირი მსგავსი ინფორმაცია არ მიგვიღია უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურიდანაც. ამ უკანასკნელმა, გავრცელებულ განცხადებაში, მიუთითა ასეთი ქსელების უკრაინასთან, ფრონტის ხაზზე და აფრიკის კონტინენტზე არსებობის შესახებ. ამავე დროს, განცხადებასთან ერთად გამოქვეყნებულ ფოტოზე დატანილმა ლოკაციამ დატოვა მათ მიერ გახმოვანებული ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაციის სივრცე საქართველოს შესახებ.

ჩვენ პროაქტიულად ვცდილობთ გავარკვიოთ, რით იყო გამოწვეული, მათივე განცხადებისგან განსხვავებული ისეთი მასალის გავრცელება, რომელმაც კონკრეტულ ჯგუფებს საქართველოში ცრუ და ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის წარმოების საშუალება მისცა".


ცნობისთვის, გუშინ უკრაინის სამხედრო დაზვერვამ (ГУР) უკრაინის კონტროლირებულ ტერიტორიაზე, საქართველოსა და აფრიკაში რუსეთის შეიარაღებული ძალების კომუნიკაციის ტერმინალები გამოააშკარავა.

"აღნიშნული ტერმინალებიდან რუსი ოკუპანტების გეგმების შესახებ ინფორმაციის მოპოვების შესახებ, მათი ადგილმდებარეობის გასაჯაროებისა და განადგურების გადაწყვეტილება მივიღეთ" – წერია ГУР-ის განცხადებაში.

უკრაინის სამხედრო დაზვერვა ავრცელებს რუკას, სადაც ოკუპანტების ტერმინალების უდიდესი ნაწილი კიევის კონტროლირებულ ტერიტორიაზეა. თუმცა, ერთი ტერმინალი საქართველოს ტერიტორიაზე აღინიშნება, 2 კი აფრიკის

კომენტარები