კირ სტარმერი

სტარმერი: სამშვიდობო გეგმა NATO-ს წევრი სხვა ქვეყნების თანხმობას საჭიროებს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი
Leon Neal/Getty Images

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის თქმით, უკრაინის სამშვიდობო გეგმას ევროპისა და NATO-ს წევრი ქვეყნების თანხმობას საჭიროებს.

28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის რამდენიმე მოთხოვნას სტარმერმა "მიუღებელი" უწოდა. პრემიერმინისტრის აზრით, მხარეები მშვიდობას ვერ მიაღწევენ, თუ არ შესრულდა შემდეგი პირობები:

  • უკრაინამ უნდა შეინარჩუნოს სუვერენიტეტი;
  • უკრაინას აქვს უფლება მომავალში თავი დაიცვას;
  • უკრაინის მომავლისთვის მნიშვნელოვანი საკითხები უნდა წარმოადგინოს უკრაინამ;
  • შეთანხმების ის საკითხებზე, რომლებიც ეხება ევროპასა და NATO, ევროპისა და NATO-ს თანხმობას საჭიროებს;

სტარმერმა ასევე ილაპარაკა რუსეთზეც. მისი აზრით, რუსეთი "ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც სურს ეს ომი".

კომენტარები