კირ სტარმერი

სტარმერი: ირანის ბირთვული პროგრამა საფრთხეა, აშშ-მ საფრთხის შესამსუბუქებლად იმოქმედა

ირანის ბირთვული პროგრამა საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ირანს არასდროს მიეცემა უფლება შექმნას ბირთვული იარაღი და აშშ-მ ამ საფრთხის შესამსუბუქებლად იმოქმედა.

ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია არასტაბილური რჩება და რეგიონში სტაბილურობა მთავარი პრიორიტეტია. მოვუწოდებთ ირანს დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და მიაღწიოს დიპლომატიურ გადაწყვეტილებას, რათა ბოლო მოეღოს ამ კრიზისს.

წერს სოციალურ ქსელ X-ში გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი.

კომენტარები