კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია

სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) სამიტს არ დაესწრება

CSTO summit
photo: 24kg

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა, თქვა, რომ  27 ნოემბერს ბიშკეკში დაგეგმილ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ/CSTO) სამიტს სომხეთის წარმომადგენლები არ დაესწრებიან.

"რაც შეეხება სომხეთს, ეს ქვეყანა მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა მისმა წარმომადგენლებმა სამიტის ორგანიზატორებს აცნობეს, რომ შეხვედრაზე შეთანხმებული დოკუმენტების მიღებას ისინი არ შეეწინააღმდეგებიან," აღნიშნა უშაკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შემდეგი სამიტის გამართვა 2026 წლის 11 ნოემბერს მოსკოვშია დაგეგმილი. სამიტზე ორგანიზაციის თავმჯდომარეობის რუსეთისთვის გადაცემის საკითხი განიხილება.

კომენტარები