ივანიშვილის დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები წარადგინა.
იონათამიშვილის განცხადებით, კანონპროექტში დაზუსტდა რამდენიმე დეტალი, კერძოდ, კანონში ჩაიწერება, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მოთავსება მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის ცენტრში მხოლოდ უკიდურეს შემთხვავში გამოსაყენებელი ზომა იქნება.
ასევე დაზუსტდა ვადები, რა პერიოდში შეიძლება იყოს მოზარდი სახლის ბენეფიციარი, გაიწერა მაქსიმალური ვადა, რაც იქნება 2 წელი.
"კანონპროექტი გარკვეულ ბუნდოვანებას ტოვებდა ზედა ზღვართან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ ის თეორიული დაშვებაც კი, რომ შეიძლება სახლში განთავსდეს 10-დან 18 წლამდე ბავშვის მიმართ მომხდარიყო, ეს ნამდვილად უნდა გაიწეროს, ვინაიდან ასეთი სახლების ფუნქციურობის ეფექტურობა არის ის და სახელმწიფოც უნდა იღებდეს ამ ვალდებულებას, რომ მოკლევადიანი უნდა იყოს. თუ გარკვეულ პერიოდში შენ ვერ აღწევ მიზანს, ეს არ არის ბავშვის ბრალი, ეს არის იმის ბრალი, რომ სახელმწიფო სწორად ვერ ახორციელებს ამა თუ იმ პროგრამას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩანაწერი გვქონდა 6 თვემდე და შემდეგ გაგრძელება, ეს აპრიორი 6 თვესაც არ გულისხმობს და შეიძლებოდა მულტიდისციპლინარულ ჯგუფს მიეღო ისეთი გადაწყვეტილება, რომ 2 თვეში, 1 თვეში დაეხანა, რომ ამ ბავშვის მიმართ აღარ არის განცორციელება ამ პროგრამის განხორციელების და კანონით დადგენილი მიზანი მიღწეულია, მაინც ჩვენ ჩავთავლეთ, რომ 2-წლიანი ვადა, არის ამ შემთხვევაში მაქსიმალური ვადა.
ამ ბუნდოვანებიდან გამომდინარე გაჩნდა შთაბეჭდილება, რომ 15, 16, 17 წლის პირები შეიძლება მოქცეულიყვნენ ამ ინიციატივის ქვეშ, ამიტომ ზედა ასაკის ზღვარი 14 წლამდე დადგინდა.
თეორიულად შეიძლება 14 წელს მიუღწეველ ბავშვთან დაიწყო პროგრამაში ჩართვა და განხორციელება პროგრამის ამოწურვამდე იყოს ის ბენეფიციარი ასეთი სახლის და ეს ბუნებრივია, უფრო მეტი სიკეთე და სარგებელობა აქვს ამ პროგრამის სრულფასოვნად გავლას და თეორიუად შეიძლება გაგრძელდეს მას შემდეგ, რაც 14 წლის გახდება, რამდენიმე თვით, პროგრამის ამოწურვამდე". - განაცხადა იონათამიშვილმა.
მისივე თქმით, დაზუსტდა, რომ "ერთად არ შეიძლება იყოს სხვადასხვა სქესის, ქცევის თავისებურებებისა და მართლსაწინააღმდეგო ქცევის ისტორიის არასრულწლოვნები".
ასევე კანონპროექტის ტექსტში დაზუსტდა, რომ მხარდაჭერის და რეაბილიტაციის სახლი უნდა იყოს მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულება. არასრუწლოვნების მხარდაჭერის პროცესში მონაწილე პირების პროფესიები - ფსიქოლოგი, სოც.მუშაკი, ადვოკატი და სხვ.
კანონში ჩაიწერა და დაკონკრეტდა, რომ ბავშვზე რეაბილიტაციის სახლის დატოვების შემდეგ 1 წლის განმავლობაში განხორციელდება მონიტორინგი.
იონათამიშვილის თქმით, კანონპროექტს ჩაემატა, რომ "დაუშვებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის განთავსება მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის სახლში".
მისივე თქმით, ბავშვის სახლში მოთავსების პარალელურად ჩნდება ვალდებულება, რომ სახელმწიფომ მის იჯახთანაც იმუშაოს.
აღნიშნული ცვლილებები კანონპროექტის პირველი მოსმენის რედაქციაში აისახება.
კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე სახალხო დამცველის მოსაზრება წარადგინა ობმუდსმენის მოადგილემ ირინე ჩხილაძემ. იონათამიშვილის განცხადებით, მეორე მოსმენამდე სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება და ცვლილებები მეორე მოსმენის რედაქციაში აისახება.





