რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ნავროცკი: სამშვიდობო წინადადებებში უნდა გაითვალისწინონ, რომ რუსეთი შეთანხმებებს არ იცავს

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასამთავრებლად გავრცელებულ წინადადებებში გათვალისწინებული უნდა იყოს ის ფაქტი, რომ რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც შეთანხმებებს პატივს არ სცემს.

ნებისმიერ სამშვიდობო გეგმაზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ დაწყებული ომის დამთავრებას ისახავს მიზნად, კიევში უნდა იყვნენ თანახმა. უკრაინაა, რომელიც პუტინის დანაშაულებრივი აგრესიის მსხვერპლი გახდა და უკრაინელები არიან, რომლებსაც აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერით გადამწყვეტი ხმა უნდა ჰქონდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებში. ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას ეხება, მხოლოდ ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით უნდა იყოს მიღებული.

მშვიდობის საფასური ვერანაირად უნდა იყოს აგრესორის მხრიდან სტრატეგიული მიზნების მიღწევა და აგრესორი იყო და იქნება რუსეთის ფედერაცია. 

წერს პოლონეთის პრეზიდენტი, კაროლ ნავროცკი X-ზე.

კომენტარები