აქციებზე დაკავებულები

შსს-ს ცნობით, 19 ნოემბრის საპროტესტო მარშზე 13 ადამიანი დააკავეს

პოლიცია 2 თებერვლის  აქციაზე
ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 19 ნოემბერს საპროტესტო მარშზე პოლიციამ 13 ადამიანი დააკავა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 19 ნოემბერს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად აქციის 13 მონაწილე დააკავეს.

დაკავებული პირები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებს კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს". - წერია შსს.

ცნობისთვის, 19 ნოემბერს მოქალაქეებმა თსუ-დან მელიქიშვილამდე აქციების დროს დაკავებული მათე დევიძის მხარდამჭერი მარში გამართეს.

კომენტარები