ფულადი გზავნილები

15 ქვეყანა, საიდანაც ოქტომბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 318.71 მილიონი აშშ დოლარი (865.6 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 13.4%-ით (37.6 მილიონი აშშ დოლარი) მეტია 2024 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უკვე ერთი წლის მსგავსად, ოქტომბერშიც ყველაზე მეტი (ჯამური ჩარიცხვების 18.6%) ფულადი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა  - 59.27 მილიონი დოლარი, რაც 16.51%-ით მეტია 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით. მეორე ადგილზე ისევ იტალიაა (17.01%), საიდანაც გასულ თვეში 53.17 მილიონი დოლარი გადმოირიცხა - ეს წინა წელთან შედარებით 12.36%-იანი მატებაა.

მესამე ადგილზეა რუსეთი (12.96%) 41.32 მილიონი აშშ დოლარით, რაც 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით 20.20%-იანი მატებაა.

ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა: 

  1. აშშ - $59.27 მილიონი.
  2. იტალია - $53.17 მილიონი. 
  3. რუსეთის ფედერაცია - $41.32 მილიონი. 
  4. გერმანია - $29.61 მილიონი.
  5. საბერძნეთი - $25.81 მილიონი.
  6. ისრაელი - $24.06 მილიონი.
  7. თურქეთი - $10.71 მილიონი.
  8. ესპანეთი - $7.92 მილიონი.
  9. ყირგიზეთი - $7.71 მილიონი.
  10. ყაზახეთი - $6.52 მილიონი.
  11. საფრანგეთი - $6.2 მილიონი.
  12. ირლანდია - $5.81 მილიონი.
  13. გაერთიანებული სამეფო - $5.27 მილიონი.
  14. აზერბაიჯანი - $3.57 მილიონი.
  15. პოლონეთი - $3.28 მილიონი

სებ-ის ცნობითვე, 2025 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 40.8 მილიონი აშშ დოლარი (110.9 მილიონი ლარი) გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 14.5%-ით მეტია.

კომენტარები