ნარკოდანაშაული

ამოღებულია 3 მლნ ლარის ღირებულების მარიხუანა - შსს-მ თბილისში 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 3 მლნ ლარს შეადგენს.

შსს-ს განცხადებით ამოიღეს146 შეკვრად დაფასოებული, 35 კილოგრამი ნარკოტიკული 
საშუალება „მარიხუანა“, რომლის საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 3 მლნ ლარს შეადგენს.

“განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო 
შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 1993 წელს დაბადებული ი.ი. არის დაკავებული.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელ სახლში მოწყობილი სპეციალურ სამალავიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები ამოიღეს”. - ნათქვამია განცხადებაში.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები