ევროკავშირის გაფართოება

ევროკავშირმა ალბანეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპი დაიწყო

ალბანეთის პრემიერმინისტრი ედი რამა
Associated Press

ევროკავშირმა ალბანეთის გაწევრიანების მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპი დაიწყო

მოსალოდნელია, რომ ალბანეთი გაწევრიანების მოლაპარაკებებს 2027 წლის ბოლოსთვის დაასრულებს, რაც მას 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრობის გზაზე დააყენებს. 

ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის უახლესი ანგარიშის მიხედვით, გაწევრიანების მოლაპარაკებების 2027 წელს დასასრულებლად ალბანეთი სწორ გზაზე დგას. ზოგადად, მონტენეგროსთან ერთად, ალბანეთი ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრება. 

ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მართა კოსმა განაცხადა, რომ "ალბანეთი გაფართოების გარდამქმნელი ძალის საუკეთესო მაგალითია… ეს აჩვენებს, რომ როდესაც ვალდებულებებს ასრულებ, წინ მიიწევ."

ევროკომისარმა EU-სა და ალბანეთს შორის ბრიუსელში გამართულ მეშვიდე მთავრობათაშორის კონფერენციაზე თქვა, რომ “ახლა აჩქარების დროა, განსაკუთრებით კი ისეთ კრიტიკულ სფეროებში, როგორებიცაა სამართლის რეფორმა, სასამართლოს დამოუკიდებლობა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.”

თავის მხრივ, ალბანეთის პრემიერმინისტრმა ედი რამამ ევროკავშირის გაფართოების იმპულსი შეაქო. მისი თქმით, მიმდინარე წელს დანახული პროგრესი ათწლიან ძალისხმევას ასახავს. 

"ის, რასაც ალბანეთი და ალბანელები ამ პროცესის შედეგად მიიღებენ, ფორმალურ გაწევრიანებაზე მეტია. ჩვენ მივიღებთ ქვეყანას, რომლის ფუნქციონირებაც ინსტიტუტებსა და კანონის უზენაესობაზე იქნება აგებული, ყველა იმ სტანდარტსა და პრინციპზე იქნება დამყარებული, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს მიმზიდველს ხდის." - განაცხადა რამამ.

კომენტარები