ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

20 ივნისის საქმეზე გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

20 ივნისის საქმეზე ყოფილ პრემიერსა და გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.

მანამდე, გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზეც.

2019 წლის 20 ივნისის და ე.წ ჩორჩანას საქმეებზე ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ივანიშვილის მთავარმა პროკურორმა 12 ნოემბერს განაცხადა. 

კომენტარები