რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

AfD-ს ლიდერი: პოლონეთი გერმანიისთვის, შესაძლოა, ისეთივე საფრთხეს წარმოადგენდეს, როგორც რუსეთი

პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) ერთ-ერთი ლიდერის, ტინო ხრუპალას აზრით, პოლონეთი მისი ქვეყნისთვის ისეთივე საფრთხეს წარმოადგენს, როგორც რუსეთი. ამის შესახებ მან ZDF-ის ეთერში ისაუბრა.

წარსულში რუსეთთან დაკავშირებული განცხადებების შესახებ დასმულ კითხვაზე ხრუპალამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთი გერმანიისთვის "საფრთხეს არ წარმოადგენს".

ჟურნალისტის მიერ რუსეთისგან მომავალ ჰიბრიდულ საფრთხეებზე დასმული კითხვის შემდეგ კი ხრუპალამ აღნიშნა, რომ ამ მხრივ გერმანიისთვის საფრთხეს, შესაძლოა, "ნებისმიერი ქვეყანა" წარმოადგენდეს.

"მაგალითად პოლონეთი – რა თქმა უნდა, პოლონეთი ასევე შეიძლება წარმოადგენდეს ჩვენთვის საფრთხეს". - თქვა ხრუპალამ.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე: "ამბობთ თუ არა, რომ პოლონეთი პოტენციურად, შესაძლოა, ისეთ საფრთხეს წარმოადგენდეს გერმანიისთვის, როგორც რუსეთი?"

ხრუპალამ უპასუხა: "პოლონეთის ეკონომიკური ინტერესები განსხვავდება გერმანიისგან [ინტერესებისგან], ისევე როგორც რუსეთის".

კომენტარები