20 ივნისის საქმე

წულუკიანი 20 ივნისზე: ტრაგედიაა, რომ ამდენ ხანს გაგრძელდა ეს გამოძიება, როგორ მოხდა ეს?

გახარია ძალიან დიდი იმედგაცრუებაა ყველასთვის და ჩემთვის მითუმეტეს მას მერე, რაც მან ძალიან ბევრი ტყუილი თქვა, როდესაც ორჯერ გამოვკითხეთ. ისეთ შემთხვევებზეც კი თქვა ტყუილი, იმ შეხვედრებთან დაკავშირებით, სადაც მე ვესწრებოდი და ვიცი, რომ ეს ასე კი არა, სხვანაირად იყო და, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მტკივნეულია, როდესაც ჩვენ მას ვენდობოდით.

რა თქმა უნდა, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ არაერთი შეხვედრა იყო და ძალიან მკვახე და მძიმე შენიშვნები და კითხვებიც დავუსვით, მათ შორის მეც მას და აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ისეთი მსხვერპლები, როგორიც არის მაკო გომური და სხვები, ვერასდროს მათ ვერ მოვთხოვთ, რომ რაღაცა ტიპის გაგება ან მიმღებლობა ჰქონდეთ რაიმე ტიპის პროცესებისადმი [...]

ტრაგედიაა, რომ ამდენ ხანს გაგრძელდა ეს გამოძიება და მე კითხვა მაქვს, როგორ მოხდა ეს. იმიტომ, რომ პრემიერმინისტრი იყო ის, ვინც თურმე პასუხისმგებელი ყოფილა და ხომ არ გადადგა მან რაღაც ნაბიჯები, რომ ეს ამდენ ხანს გაგრძელებულიყო, არ ვიცი, კითხვას ვსვამ, მაგრამ სხვის კომპეტენციაში ვერ შევიჭრები.

ივანიშვილის წარმომადგენელი თეა წულუკიანი TV იმედის ეთერში, 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის ბრალის წარდგენაზე.

კომენტარები