20 ივნისის საქმე

კაპანაძე უმრავლესობას: პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებით გახარიას მიმართ კითხვებს მოხსნით?

რას აკეთებთ, მართლა ვერ გავიგე, ამ ნაბიჯით რას აკეთებთ? იმის ნაცვლად, გარეთ შეკრებულ ამდენ ადამიანს გასცეთ პასუხი, იმის ნაცვლად, რომ რა კითხვაც აქვს საზოგადოებას, იმას გასცეთ პასუხი, ხალხი ითხოვს პასუხს კითხვაზე, დაისჯება თუ არა შს მინისტრი, რომლის ბრძანების შედეგად, შუაღამიდან დილამდე სპეცრაზმი ესროდა ტყვიებს, იყენებდა გაზს, რის შედეგადაც, ამ კითხვას სვამს ბოლო ექვსი დღის განმავლობაში რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი.

ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად გუშინ შემოვიტანეთ დადგენილების პროექტი, რომ პარლამენტში განგვეხილა და დისკუსია მოგვეწყო, პასუხი მივიღეთ, რომ 19-ში უნდა დაგვერეგისტრირებინა, როცა 20-ში მოხდა ეს ყველაფერი. დღეს პასუხი მივიღეთ, შემდეგ სესიაზე განვიხილავთო.

ახლა პროკურატურიდან წერილი შემოვიდა და სასწრაფოდ ბიურო ჩამიშნეთ, რომ ეს მყისიერად განგეხილათ, როგორც გინდათ, ამ დეტალეში არ შევდივარ, მაგრამ რას აკეთებთ? ამ ნაბიჯით კიდევ უფრო პოლარიზებას რომ იწვევთ, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებას რომ იწყებთ, ამ პრობლემას, ამ კითხვებს მოხსნით?

შს მინისტრის მიმართ არის კითხვები, გავიგეთ, რომ გინდათ უპასუხოთ იმით, რომ გადაიტანოთ ისარი ერთერთი პოლიტიკური ლიდერის მიმართ და დააკავოთ, გასაგებია, არ შევდივარ ამ დისკუისიაში, სწორი იყო, არასწორი იყო, არც ვამართლებ, არც არ... უბრალოდ, რას აკეთებთ, დაფიქრდით რა, კონკრეტული კითხვები აქვს საზოგადოებას შს მინისტრის მიმართ - ეს ბრძანება რატომ იქნა გაცემული. მართლა, რას აკეთებთ? ეს არის პასუხი? ეს პასუხი სიტუაციას განმუხტავს? ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარებისთვის ეს არის სწორი ნაბიჯი? გულწრფელად გეკითხებით, ეს არის პასუხი? ეს ამ მდგომარეობას განმუხტავს?

ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე ბიუროს სხდომაზე, სადაც პროკურატურის მომართვას განიხილავენ. საგამოძიებო უწყება პარლამენტს სთხოვს, 20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას დაპატიმრების ნებართვა მისცეს.

კომენტარები