ტაბულას ივანიშვილის ანტიკორუფციული ბიუროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ "გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება".
დღეს, 11 ნოემბერს, ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კუპრაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ფორმულას ინფორმაციით, კუპრაშვილის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია თანამშრომლებს დღეს თათბირზე მიაწოდეს.
რაჟდენ კუპრაშვილი 2023 წელს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსად 6 წლის ვადით დაინიშნა.





