ანტიკორუფციული ბიურო

გორდულაძე: გარედან "რჩევებით" შევქმენით კვაზი ორგანოები, მათ შორის, ანტიკორუფციული ბიურო

ჩვენ გარედან მიღებული "რჩევების" შედეგად, გვქონდა შექმნილი ისეთი კვაზი ორგანოები, როგორებიც იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, ან ანტიკორუფციული ბიურო, რომლებსაც ფორმაც კი არ ჰქონდა განსაზღვრული, ანუ იურიდიული პირიც კი არ იყო, მაგრამ გარანტიები ჰქონდა როგორც დამოუკიდებელი ორგანოსი.

ამავდროულად, საქართველოს კონსტიტუციით პირდაპირ გათვალისწინებულია, რომ საქართველოს ფარგლებში მხოლოდ და მხოლოდ უნდა არსებობდეს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება, ასევე ორგანოები, რომლებიც კონსტიტუციით პირდაპირ არის გათვალისწინებული, როგორებიცაა საქართველოს პროკურატურა, ან აუდიტის სამსახური და ახალი უწყებების შექმნა, მხოლოდ ამ კონსტიტუციური ორგანოების ფარგლებში არის შესაძლებელი.

ამბობს ივანიშვილის დეპუტატი, არჩილ გორდულაძე სამთავრობო ტელეკომპანია იმედის ეთერში ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლითაც ანტიკორუფციულ ბიუროსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს აუქმებენ.

კომენტარები