რუმინეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ რუსეთის დრონის ფრაგმენტი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ფრაგმენტი უკრაინის საზღვარიდან 5 კილომეტრში აღმოაჩინეს, რაც, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ უკრაინაზე იერიშის შედეგად ჩამოვარდა.
არსებული ინფორმაციით, რუმინეთმა უამინდობის გამო დრონების გასანეიტრალებლად გამანადგურებლები ვერ გამოიყენა და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გამომდინარე განგაში გამოცხადდა.
რუსეთის დრონის მიერ რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ ცნობები მანამდე 13 სექტემბერსაც გავრცელდა, როდესაც ქვეყანაში საჰაერო განგაში გამოაცხადა და რუმინეთმა F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლები ააფრინა, რომლებიც დრონს აედევნა.
მაშინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ არსებული ცნობებით, რუსული დრონი რუმინეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 10 კილომეტრის მანძილზე შეიჭრა და ქვეყნის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.
9 ნოემბერს კი გამოცემა Associated Press-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონეთმა და რუმინეთმა ახალი იარაღის სისტემის განთავსება დაიწყეს რუსული დრონებისგან თავის დასაცავად მას შემდეგ, რაც რუსეთმა ბოლო თვეების განმავლობაში NATO-ს საჰაერო სივრცე რამდენჯერმე დაარღვია.





