ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) დირექტორი კაშ პატელი გასულ კვირას ჩინეთში იმყოფებოდა. Reuters-ს ორმა წყარომ უთხრა, რომ შეხვედრაზე მხარეებმა ფენტანილის და კანონის აღსრულების საკითხებზე ისაუბრეს.
შეხვედრა მას შემდეგ შედგა, რაც აშშ-სა და ჩინეთის მხარეებმა ზემოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით გამართულ სამიტზე კონსენსუსს მიაღწიეს. წყაროების თქმით, პატელი პეკინში შაბათს ჩაფრინდა და ერთი დღით დარჩა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლინ ძიანმა აღნიშნა, რომ ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ამ თემაზე კომენტარი არც ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს და არც აშშ-ს საელჩოს გაუკეთებია.
ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ 10 ნოემბერს თქვა, რომ ქვეყანა წამლებთან დაკავშირებული პრეკურსორი ქიმიკატების კატალოგს გადახედავს და დაამატა, რომ ჩინეთისთვის აშშ-ს, კანადასა და მექსიკაში მათი ექსპორტისთვის ლიცენზიის მიღება გახდება სავალდებულო.
ტრამპის თქმით, სი ძინპინი ფენტანილის ნაკადის შეჩერებაზე ძალიან სერიოზულად იმუშავებს, ვინაიდან ეს ნივთიერება ამერიკაში ზედოზირების შედეგად სიკვდილის მთავარი მიზეზია.





