რუსეთის გარდა მსოფლიოში არავის უნდა, რომ ეს ომი გაგრძელდეს. პუტინი ტერორს განაგრძობს, რადგან ჯერ კიდევ სჯერა, რომ გამარჯვება და ყველა ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობისგან გაქცევა შეუძლია.
იმისთვის, რომ ეს ომი დასრულდეს, გვესაჭიროება საკმარისი საერთაშორისო წნეხი, რომელიც პუტინს გაჩერებას აიძულებს.
ომი მაშინ დამთავრდება, როდესაც რუსეთს ენერგორესურსებიდან შემოსავლებს გავუქრობთ, დავაქვეითებთ მის ომის მანქანას შორ რადიუსზე იერიშებით და პუტინს გავუქარწყლებთ ილუზიებს, რომ მისი ტერორი სპეციალური ტრიბუნალის სკამის გარდა სადმე სხვაგან მიიყვანს.





