გერმანიაში კონსულტაციების შემდეგ თბილისში 6 ნოემბერს დაბრუნებული გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი X-ზე გავრცელებულ პოსტში ქართველებს "სოლიდარობით მიღებისთვის" მადლობას უხდის და საქართველოში გადაღებულ სურათს აქვეყნებს.
"სასიამოვნოა თბილისში დაბრუნება. დიდი მადლობა და სიყვარული ბევრ კარგ ქართველსა და მეგობარს, რომლებმაც მადლიერებით და სოლიდარობით მიმიღეს." - წერს ფიშერი სოციალურ ქსელში.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფიშერი საქართველოში დიპლომატიურ საქმიანობას გერმანიის სრული მხარდაჭერით გააგრძელებს.
მანამდე, 19 ოქტომბერს ოცნების თავდასხმების გამო გერმანიამ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.





