ქართული ოცნების პოლიტიკა

ზურაბიშვილი: 2 წლის წინ მიღებული კანდიდატის სტატუსი, დღეს EU-მ ბუტაფორიად შეაფასა

ჩემთვის პირადად და ჩვენთვის, საქართველოს პროევროპული უმრავლესობისთვის, უმძიმესი დღე დადგა!

ქართული ოცნების ანტიქართულმა, ანტიევროპულმა და რუსულმა პოლიტიკამ მოსალოდნელი და ქვეყნისთვის ტრაგიკული შედეგი გამოიღო. ორი წლის წინ ზარზეიმით მიღებული კანდიდატის სტატუსი, დღეს ევროკავშირმა ბუტაფორიად შეაფასა და პრაქტიკულად გაგვიყინა.

ნათლად და დეტალურად აღწერა კომისიამ, თუ როგორ ჩამოაშორა ყველა მიმართულებით საქართველო ქართულმა ოცნებამ ევროპულ პრინციპებს, გზას და მის მომავალს.

ამას ვერ დავუშვებთ! ვერ შევეგუებით სახელმწიფოს ამგვარ მიტაცებას, მისი ორიენტაციის შეცვლას და ამ ისტორიულ შანსის ხელიდან განძრახ გაშვებას. ეს რეჟიმი ვიცით არაფერს გამოასწორებს, არცერთ რეფორმას არ ჩაატარებს, ანტიევროპულ რიტორიკას არ შეეშვება და რუსული კარნახით გააგრძელებს უკუსვლას.

ამიტომ, ვიცოდეთ უნდა, რომ ამ გზაზე დაბრუნება მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული!

პროტესტის გაძლიერების, ერთობის გაძლიერებისა და თავისუფალი არჩევნების გარდა, გზა ევროპისკენ არ იქნება!

ამიტომ, ყველა უნდა გამოვიდეთ და რუსთაველიდან ვუპასუხოთ! კიდევ ერთხელ ჩვენი ევროპული ხმა გავაგონოთ! ჩვენი ევროპული გზა დავიცვათ! არ შევეგუებით!

წერს საქართველოს მეხუთე რეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები