ევროკავშირი-საქართველო

კალასი: ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს

კაია კალასი
Olivier Matthys/EPA-EFE

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის თქმით, საქართველო ერთადერთია ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს შორის, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი რეგრესი ევროკავშირის წევრობის გზაზე.

კალასის შეფასებით, "ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს, თუ თუ გარემოებები მკვეთრად არ შეიცვლება".

ამასთან, კალასის თქმით, საქართველო წევრობის კანდიდატებს შორის მხოლოდ ნომინალურად არის დარჩენილი.

"საქართველო ახლა მხოლოდ სახელით არის კანდიდატი ქვეყანა". - აღნიშნა კალასმა.

გარდა ამისა, კალასის თქმით, გაფართოების ანგარიშში შედეგები ძირითადად დადებითია ალბანეთისთვის, მოლდოვასთვის, მონტენეგროსა და უკრაინისთვის. არაერთგვაროვანია სერბეთისთვის, ჩრდილოეთ მაკედონიისთვის, კოსოვოსთვის, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და თურქეთისთვის. საქართველოსთვის კი პერსპექტივები "უარყოფითია".

კომენტარები