ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი

პაპუაშვილი უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე: რთულია, გამორიცხო რაიმე მტრული ნაბიჯი

იმ ცრუ ნარატივების ფონზე, რომელიც დღესაც გაჟღერდა მათ შორის, ევროკომისრების მხრიდან და დოკუმენტშიც, ასევე მტრული რიტორიკის ფონზე, რომელსაც ჩვენ ვისმენთ ევროპელი ბიუროკრატებისგან, რა თქმა უნდა, რთულია გამორიცხო რაიმე მტრული ნაბიჯი ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ჩვენ ამას უკვე დიდი ხანია ვხედავთ. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ერთადერთი, ვისაც ისინი აზიანებენ, აზიანებენ საკუთარ თავს, ამხელენ საკუთარ თავს, რომ ევროპული ინტეგრაცია, ხალხებს შორის ურთიერთობა, ეს ყველაფერი მათ ხელში, არის იარაღი ხალხებზე, მათ ნებაზე ზემოქმედებისა და ზეწოლისა, რასაც, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი არ უშვებს და სწორედ ეს არის იმ გამძაფრებული და მოხშირებული მტრული რიტორიკის მიზეზი, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვისმენთ. 

კომენტარები