უვიზო მიმოსვლა არის ძალიან დიდი პრივილეგია, რომელიც მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის მხრიდან. ეს არის პრივილეგია, რომელიც დაფუძნებულია კონკრეტულ ღირებულებებზე, ფასეულობებზე, რომელთა არამხოლოდ მასობრივი დარღვევა, არამედ ფეხქვეშ გათელვა ხდება ყოველდღიურად ივანიშვილის რუსული ოცნების მხრიდან. ამიტომ, ის სამართლებრივი საფუძველი, რაც არსებობს უვიზო მიმოსვლისთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და საქართველოს შორის, აღიგავა, მოსპო და გაანადგურა ბიძინა ივანიშვილმა.
ეს საფუძვლები მოირღვა, აღარ არსებობს, გაანადგურა ბიძინა ივანიშვილმა, ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც ჩვენ ვარდების რევოლუციისა და მას შედეგ გატარებული რეფორმების შედეგად მოვიპოვეთ.
[...]
[უვიზო რეჟიმის შეჩერების შემთხვევაში, ივანიშვილის რეჟიმს, დათმობაზე წასვლა] უნდა ვაიძულოთ. ჩვენ საქართველოს მოქალაქეები, თუ ამასაც შევეგუებით, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმის გამო, ჩვენ ვეღარ შევძლებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას და 6-თვიან რიგებში უნდა ვიდგეთ.
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი
ბოკუჩავა: უვიზო მიმოსვლის სამართლებრივი საფუძველი ივანიშვილმა მოსპო და გაანადგურა





