მართლმადიდებელი ეკლესია

ივანიშვილის მთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას თიანეთსა და სენაკში მიწები 1 ლარად გადასცა

ივანიშვილის მთავრობამ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას თიანეთისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად გადასცა - განკარგულებებს, რომლებიც 28 ოქტომბრით თარიღდება, ივანიშვილის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

განკარგულების მიხედვით, დაბა თიანეთში მდებარე 3 415 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე მდგომ შენობა-ნაგებობაში 1 ლარის გადახდისთვის ეკლესიას 1 თვის ვადა მიეცა.

ხოლო სენაკის მუნიციპალიტეტში ეკლესიას 4 მიწის ნაკვეთს 1 ლარად მისაღებად ასევე 1 თვე განესაზღვრა. 

კომენტარები