ქალმა პოლიტიკოსების ნაწილმა ანასტასია ზინოვკინას მდგომარეობასთან დაკავშირებით სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს განცხადებით მიმართეს.
"მოგმართავთ პატიმრობაში მყოფ ქალთან, ანასტასია ზინოვკინასთან დაკავშირებით.
მოვითხოვთ, ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის სრულყოფილი გამოკვლევა ჩაუტარდეს მრავალპროფილურ კლინიკაში და გაეწიოს შესაბამისი მკურნალობა კვალიფიციური სპეციალისტების მიერ.
ასევე მოვითხოვთ #5 პენიტენციურ დაწესებულებაში მისდამი განხორციელებულ სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან, პატივისა და ღირსების შემლახველ ფაქტებთან დაკავშირებით ოპერატიულად ჩატარდეს მოკვლევა და მოხდეს შესაბამისი რეაგირება. შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საზოგადოებას." - ნათქვამია განცხადებაში.
30 ოქტომბერს სოციალურ ქსელში ალიონა ზაიცევამ ანასტასია ზინოვკინას მდგომარეობის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. ზინოვკინა ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, უჭირს გადაადგილება, გარდა ამისა, აღნიშნავს პირობებზე, რომელიც პენიტეცნიურ დაწესებულებაშია.
იოსელიანის უწყების ცნობით, ზინოვკინა 2024 წლის დეკემბრიდან აპარატის წარმომადგენლებმა 6-ჯერ მოინახულეს. აგრეთვე აღნიშნავს, რომ მათ მანდატში არ შედის მსჯავრდებულის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.
რუსეთის მოქალაქეები 2024 წლის 17 დეკემბერს დააკავეს, მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას და ტარებას გულისხმობს. 12 სექტემბერს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს 8 წელი და 6 თვე მიუსაჯა.





