ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა 2 ნოემბერს განაცხადა, რომ ლიბანის მთავრობამ ჰეზბოლას განიარაღების ვალდებულება უნდა შეასრულოს და ტერორისტული დაჯგუფება სამხრეთ ლიბანიდან გაიყვანოს, თუმცა ჰეზბოლა "ცეცხლს ეთამაშება", ლიბანის პრეზიდენტი კი "ფეხს ითრევს".
ამის შესახებ კაცმა X-ზე დაწერა.
კაცის თქმით, ისრაელი ჩრდილოეთში მცხოვრები მოსახლეობის დასაცავად ძალისხმევას გააძლიერებს.
ცოტა ხნით ადრე ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, რომ ჰეზბოლას დაჯგუფების 4 წევრი მოკლა.
2024 წლის ნოემბერში ლიბანსა და ისრაელს შორის აშშ-ს შუამავლობით ზავი დაიდო, რომელიც ჰეზბოლას სრულ განიარაღებას გულისხმობს.
7 აგვისტოს ლიბანის მთავრობამ აშშ-ს მიერ შეთავაზებული წინადადება დაამტკიცა, რომელიც ჰეზბოლას ტერორისტული დაჯგუფების საბოლოო განიარაღებას ისახავს მიზნად.





