აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობა (CENTCOM) სოციალურ ქსელში დრონით გადაღებულ კადრებს ავრცელებს და აცხადებს, რომ ვიდეოში, სავარაუდოდ, ჰამასის ტერორისტები ღაზას სექტორში ჰუმანიტარულ სატვირთოს ძარცვავენ.
CENTCOM-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ს ხელმძღვანელობით მოქმედმა სამოქალაქო-სამხედრო საკოორდინაციო ცენტრმა (CMCC) "სავარაუდოდ, ჰამასის ტერორისტები შენიშნა, რომლებიც ჰუმანიტარულ კოლონაში მოძრავ ერთ-ერთ სატვირთოს ძარცვავდნენ, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორების მიერ მიწოდებული დახმარება ღაზის ჩრდილოეთში, ხან იუნისში, მცხოვრები მოსახლეობისთვის გადაჰქონდა".
CENTCOM აცხადებს, რომ ჰამასის ტერორისტები თავს დაესხნენ სატვირთოს მძღოლს, რის შემდეგაც სატვირთო მანქანა და მასზე არსებული ჰუმანიტარული დახმარება მოიპარეს.
"ჰამასი არის მთავარი ბარიერი. მათ უნდა დაყარონ იარაღი და შეწყვიტონ ძარცვა, რათა ღაზას ნათელი მომავალი ჰქონდეს" - დაწერა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სოციალურ ქსელში.





