10-წლიანი გეგმა

გვინდა დავიწყოთ მუშაობა ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე – კობახიძე

გვინდა რომ დავიწყოთ მუშაობა ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე. 2026-35 წლების ჩათვლით, გვინდა რომ მოვამზადოთ დოკუმენტი, რომელსაც დაეფუძნება ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით. ჩემი წარმოდგენით, ეს უნდა იყოს ლაკონური დოკუმენტი, სადაც იქნება გაწერილი ძალიან კონკრეტული მიზნები და ამოცანები, ასევ, სადაც იქნება მიწერილი მერე ამ მიზნების განხორციელების, ამ ამოცანების შესრულების ვადები. რა თქმა უნდა, მეტი დეტალი საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი მოგვიანებით.

უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება ამ დოკუმენტზე მუშაობის დასრულება, გამოქვეყნდება ის და ჩვენ გვექნება კონკრეტული გზამკვლევი, რითაც უზრუნველვყოფთ მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის სტაბილურ და თანმიმდევრულ განვითარებას. აქედანვე არის მუშაობა დასაწყები, რომ ჩვენ მივიღოთ ხარისხიანი გზამკვლევი ჩვენი სამომავლო საქმიანობისთვის.

განაცხადა ირაკლი კობახიძემ ივანიშვილის მთავრობის სხდომაზე. 

ცნობისთვის, 2021 წელს ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერმინისტრობის დროს, ოცნებამ სამინისტროების მიხედვით, ქვეყნის განვითარების 10-წლიანი გეგმები წარადგინა.

კომენტარები