10-წლიანი გეგმა

ხუციშვილი: უნდა ჩამოყალიბდეს ფორმულა საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის გასაზრდელად

"ქვეყნის განვითარებისთვის, აუცილებელია საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურება დაუახლოვდეს, კერძო სექტორში იმავე კვალიფიკაციის დასაქმებულის ანაზღაურებას". -  თქვა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციისას.

ამასთან ერთად, მისივე თქმით, უნდა შეიქმნას გარკვეული წესები, ფორმულა, რომლის მიხედვითაც ყოველ წელს კვალიფიციურ საჯარო მოხელეს ხელფასი გაეზრდება.

"როდესაც ვსაუბრობთ გრძელვადიანი მიზნების მიღწევაზე, აუცილებელია, გარკვეული რესურსები მიიმართოს საჯარო მოხელეთა ხელფასების მოწესრიგებაზეც, რაც საშუალებას მოგვცემს, საჯარო სექტორში შევინარჩუნოთ კვალიფიციური კადრები.  კვალიფიციური მოხელეების ხელფასების ზრდა არ უნდა გახდეს მუდმივად პოლიტიზების საგანი და ამიტომ საკანონმდებლო დონეზე უნდა ჩამოყალიბდეს გარკვეული წესები - ფორმულა, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად კვალიფიციური საჯარო მოხელეებს ხელფასები გაეზრდებათ და შენარჩუნებული იქნება კონკურენტუნარიანობა“. - ამბობს ლაშა ხუციშვილი.

კომენტარები