10-წლიანი გეგმა

მორიგი 10-წლიანი გეგმა – რეგიონების და იფრასტრუქტურის განვითარებაში 32 მილიარდი დაიხარჯება

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

მომდევნო 10 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურისა და რეგიონების განვითარებაში მთავრობა 32 მილიონ ლარს დახარჯავს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 10-წლიანი განვითარების გეგმის წარდგენისას ისაუბრა. 

ღარიბაშვილის თქმით, 32 მილიარდით აშენდება ხიდები, გზები, მაგისტრალები, სოფლებს მიეწოდება წყალი, განვითარდება ინფრასტრუქტურა და განხორციელდება ძალიან ბევრი პროექტი.

"ვაგრძელებთ განვითარების გეგმების პრეზენტაციას. დღეს წარმოგიდგენთ ინფრასტრუქტურის და რეგიონების 10-წლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციას. მე მინდა, მოკლედ შევეხო, თუ რას გულისხმობს ჩვენი ეს აღნიშნული გეგმები. ჩვენი გეგმის მიხედვით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, დაახლოებით, 32 მილიონი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურის და რეგიონების განვითარებაში. მოგეხსენებათ, რომ დღეს ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება ქვეყანაში, ეს არის გზების, ხიდების მშენებლობა.

63-ვე მუნიციპალიტეტში დაიწყება ურბანული განახლების პროექტი, რაც გულისხმობს ევროპული განვითარების, ევროპული სულისკვეთებით შეტანას ყველა მუნიციპალიტეტში. ამას გარდა, მოგეხსენებათ, რომ გამოწვევები რჩება დღეს ჩვენს ქვეყანაში, თითქმის 3000-მდე სოფელს არ აქვს ხარისხიანი წყალი. გამოწვევად რჩება როგორც საქალაქთაშორისო, ისე შიდა გზების შენახვა, რეაბილიტაცია, აღდგენა, ასევე, ცენტრალური მაგისტრალების მშენებლობის დასრულება. შესაბამისად, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და მთავარი აქცენტი სწორედ რეგიონების განვითარებაზე და განახლებაზე იქნება მომდევნო წლების განმავლობაში". - თქვა ღარიბაშვილმა.

 

 
 
 

 

კომენტარები