გახსოვთ, როგორი ვნებათა ღელვა მოგყვა [რუსულ კანონს] და ასევე მათ ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადება, მაშინ მგონი სახალხო დამცველის მოადგილე იყო, რომ "რას ამბობთ, ევროკავშირმა რომ გვითხრას... ცალ ფეხზე...". ეს ხომ სასაცილო გახდა, რისი თქმა მინდა იცით? წინ რატომ ვართ წასული - ეს ყველაფერი, ეს მიდგომა იმდენად მიუღებელია... იმიტომ ვიძახი, რომ საქილიკოა. რას ნიშნავს [ეს]?
ელემენტარულად, შენ როცა ადამიანი ხარ, ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში კითხვა როგორ შეიძლება არ დასვა? მითუმეტეს, როცა შენ გეხება. "ეს ჩემთვის კარგი იქნება თუ ცუდი?" - "არა, კითხვაც არ უნდა დასვა. რასაც გეტყვიან ის უნდა გააკეთო. ცალფეხზე დადექი, ცალ...". ეს ხომ გამოაშკარავდა და ჩვენ არ ვართ ის საზოგადოება...
ვის აქვს უფლება, რომ ჩვენს საზოგადოებას მსგავსი საკითხებით და ეპითეტებით ესაუბროს? როგორ უნდა აკადრო შენს მოქალაქეს, შენს ისტორიას, შენს წარსულს, რომ ცალ ფეხზე დადგე იმიტომ, რომ სადღაც, რომელიღაც გაერთიანებაში გინდა მოხვედრა. ეს არ არის ჩვენი...
ეს ქარტეხილები ასე გამოიარა, თორემ ქეთევან წამებულიც მიიღებდა მაჰმადიანობას და არ იქნებოდა დღეს წმინდანი. ასე უამრავი ფაქტი არის, მაგრამ ამ გმირობების, მსხვერპლ შეწირვების და ჩვენი წინაპრების მიერ გაღებული ამ სისხლის... რა უფლება გაქვს შენ, ასე ვთქვათ, რომელიმე ორგანიზაციის მიერ დავალებით, რომ შენ მოქალაქეს ესაუბრო, არც გააგებინო, არც განიხილო და შენი გაგებით რაც არ უნდა კარგი იყოს, პირდაპირ თავს მოახვიო?





