რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მტკიცებით, საფრანგეთი უკრაინაში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნას გეგმავს.
უწყების მონაცემების თანახმად, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის 2000 ჯარისკაცი უკვე პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს იმყოფება.
"მაკრონი ოცნებობს ნაპოლეონის დიდებაზე, მაგრამ ისტორია სამარცხვინოდ ცუდად აქვს ნასწავლი". – წერია განცხადებაში.
მოხსენებაში ასევე წერია, რომ ინფორმაციის გაჟონვის შემთხვევაში ფრანგული მხარე იტყვის, რომ უკრაინაში არა მებრძოლები, არამედ ინსტრუქტორები იმყოფებიან.





